ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ბოლო დროის მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "საქართველოს იზოლაცია დასავლეთისგან ეწინააღმდეგება მისი ხალხის ინტერესებს".
"იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდებიან"- წერს საელჩო.
კონტექსტი: ბოლო რამდენიმე დღეა აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების ანტი-დასავლურ პროპაგანდას სოციალურ ქსელში პასუხობს. გუშინ, 2 ოქტომბერს, საელჩომ უარყო ოცნების მტკიცება, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა სახელმწიფო გადატრიალება სცადა. 1 ოქტომბერს საელჩომ ასევე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ივანიშვილის და კრედიტ სუისის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის".
0 კომენტარი