საქართველოში აშშ-ის საელჩო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების ბრალდებებს გამოეხმაურა, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ივანიშვილის ფულს აკავებს: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის,“ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
0 კომენტარი