საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების განცხადებებს ეხმაურება, რომელთა თანახმადაც ორგანიზაცია ISFED-ი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა:
"ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა." - წერია საელჩოს განცხადებაში.
"რატომ აყენებს ქართული ოცნება ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო? - წერია საელჩოს გამოქვეყნებულ პოსტში.
გუშინ ამერიკის საელჩო ასევე გამოეხმაურა "მეორე ფრონტის" შეთქმულების თეორიას, რომელმაც ბოლო დროა ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში იჩინა თავი.
0 კომენტარი