"რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება", ასე პასუხობს მედიის შეკითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
მედიასთან კომენტარი გააკეთა ფრაქცია "ქართული ოცნების" მდივანმა მამუკა მდინარაძემ და თქვა, რომ "ნავალნი გვახსენებს 2012 წლამდე ჩვენ დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში".
"საფუძვლიანი ეჭვები ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რაც ვრცელდება მის გარდაცვალების მიზეზებზე, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ესეც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად, არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ 2012 წლამდე ჩვენ დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ დღეს რომ ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, ეს რომ გვახსენებს სულ რაღაც 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს. ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა ჩვენი ქვეყნის კონტექსტში და ამ რაკურსით თუ შევხედავთ ამ ყველაფერს. ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა ასეთ გაურკვეველ ვითარებაში და ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, ენჯეოს ზოგიერთ წარმომადგენელი და დღეს ამ საკითხზე რუსეთის კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვს ამ ადამიანებს საქართველოს კონტექსტში და კითხვებიც კი ისმება ასეთ საკითხებზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის პარადოქსი. მიხეილ სააკაშვილია ის ადამიანი, რომელმაც შექმნა სისტემა, სადაც გაურკვეველ გარემოებებში იღუპებოდა ასობით ადამიანი. ოდნავ მორალი თუ აქვს, ადამიანმა როგორ უნდა გაბედო ამ შედარებაზე ლაპარაკი, როდესაც დღეს ეს სისხლის სამართლის დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს იხდის ოროთახიან ლუქსში. ძალიან გთხოვთ დაგუგლოთ რანაირ კამერაში იჯდა ნავალნი თავისი პატიმრობის დროს. ერთმანეთის გვერდით დადეთ ორივე ფოტო და რანაირი ვიზუალური განსხვავებაც არის მათ შორის, იგივე განსხვავებაა პატიმრობის მიზეზებით დაწყებული, პირობებით გაგრძელებული. უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს, იმ სისტემის შემქმნელი, სადაც პატიმრები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან, არ არსებობს“, - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა.
ნახეთ, როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერი ალექსენი ნავალნის რუსეთის კოლონიაში გარდაცვალების ფაქტს:
https://globalnews.ge/ge//416-msoflio-liderebis-sefasebebi-aleqsei-navalnis-ruse
0 კომენტარი