სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ შეკითხვაზე, "საქართველოში რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ ქართველი ხალხის პროტესტი გრძელდება, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება კონტრზომებს ატარებს. დროული სანქციების მნიშვნელობაზე არაერთხელ აღინიშნა, რატომ არ მოქმედებთ ახლა სანამ გვიანი შეიძლება იყოს", სახელმწიფო დეპარტამენტი გვიგზავნის ოფიციალურ წერილს პრესპიკერის სახელით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. შეერთებული შტატები კვლავ ღრმად არის შეშფოთებული, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, მოხდება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების სტიგმატიზება, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ასევე მედია ორგანიზაციბის, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. ეს არის ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედი. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საპროტესტო აქციებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, გამოიჩინონ თავშეკავება, მოერიდონ ყოველგვარ ესკალაციურ ან ძალადობრივ ქმედებებს და პატივი სცენ კანონის უზენაესობას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. იქ, სადაც დასავლელმა პარტნიორებმა და საქართველოს მეგობრებმა განაცხადეს, რომ სერიოზული შეშფოთება აქვთ ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპანტები რუსეთში მიესალმნენ მას. ამან დიდი პაუზა უნდა მისცეს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ სანქციების იარაღად გამოყენების უფლებას. ჩვენ არ განვიხილავთ სანქციებს და არც გამოვრიცხავთ სანქციებს", ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილში.
0 კომენტარი