მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ კონტროლის ქვეშ არსებულ 85 ლოკაციაზე შეერთებულმა შტატებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა, პრეზიდენტი ბაიდენი პირველ განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ "საპასუხო თავდასხმა დღეს დაიწყო, თუმცა ის გაგრძელდება".
"გასულ კვირას, იორდანიაში სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მხარდაჭერილი ბოევიკების მიერ გაშვებული დრონების შედეგად. დღეს სწორედ ამ მამაცი ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტების სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას დავესწარი დოვერის საჰაერო ბაზაზე და თითოეული მათგანის ოჯახის წევრებს ვესაუბრე. დღეს, შუადღისას, ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ერაყსა და სირიაში მდებარე ობიექტებზე, რომლებსაც IRGC და მასთან დაკავშირებული მილიცია იყენებს აშშ-ის სამხედრო ძალებზე თავდასხმისთვის. ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო. ის გაგრძელდება ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ლოკაციებზე. შეერთებული შტატები არ ეძებს კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოს რომელიმე წერტილში, მაგრამ ყველამ, ვინც შესაძლოა ჩვენთვის ზიანის მიყენებას ცდილობს, უნდა იცოდეს: თუ თქვენ ზიანს აყენებთ ამერიკელს, ჩვენ გიპასუხებთ",- ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ირანის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელებას არ გეგმავს.
0 კომენტარი