დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დოლანდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო ზარი უნდა გაიმართოს.
პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე უკვე დაწერა, რომ რუს კოლეგასთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე უნდა ისაუბროს და გამოთქვა იმედი, რომ პროდუქტიული დღის შემდეგ, უკრაინაში ცეცხლი შეწყდება.
დაგეგმილ სატელეფონო ზარს კრემლშიც ადასტურებენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ საუბარი რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგების შესაბამისად წარიმართება.
სატელეფონო ზარამდე დონალდ ტრამპი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებსაც ესაუბრა, პუტინთან საუბრის დასრულების შემდეგ კი, მას სატელეფონო ზარი კიევშიც აქვს დაგეგმილი. ვოლოდიმირ ზელენსკისთან გასაუბრების შემდეგ ის მოსკოვთან მოლაპარაკებების შედეგებს ნატოელ მოკავშირეებს გააცნობს.

0 კომენტარი