რუსეთის ტყვეობიდან 207 უკრაინელი გათავისუფლდა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ეს უკრაინელი ტყვეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია, რომლებიც რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, სახლში დაბრუნდა.
"ჩვენ გვახსოვს ყველა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო, რომელიც ტყვეობაში იმყოფება და ყველა მათგანი სახლში უნდა დავაბრუნოთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, სულ 3035 უკრაინელი დაბრუნდა სახლში რუსული ტყვეობიდან. მან ასევე ხაზი გაუსვა დაბრუნებული ჯარისკაცებისთვის გაწეულ დახმარებასაც და ყველა მხარეს, რომელმაც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო.
0 კომენტარი