ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერის, ავიხაი ადრაის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინა ირანიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დაიწყო. 

თავდასხმის დაწყებას ირანის სახელმწიფოს დაქვემდებარებული მედია IRNA-ს ადასტურებს. IRNA-ს მიხედვით, თეირანის სამხედროებმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება დაიწყეს.

ინფორმაცია, რომ ირანი ისრაელზე სარაკეტო თავდასხმას ამზადებდა რამდენიმე წუთის წინ თეთრმა სახლმა გაავრცელა.  

როიტერი იუწყება, რომ იერუსალიმში განგაშის სიგნალია ჩართული, აფეთქების ხმა კი, უკვე ისმოდა იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს ხეობაში. ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ირანმა 100-მდე რაკეტა გაუშვა. 

აღსანიშნავია, რომ დღეს ისრაელის სამხედრო დეპარტამენტმა მოსახლეობა ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების ფართო გამოყენების ალბათობის შესახებ წინასწარ გააფრთხილა და მოუწოდა თავი უსაფრთხო ტერიტორიისთვის შეეფარებინათ. 

თავდასხმამდე ირანმა პირობა დადო, რომ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო რეაქცია ექნებოდა მისი მოკავშირის, ჰეზბოლას უმაღლესი თანამდებობის პირის მოკვლის გამო. ამასთან, ირანმა სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა ლიბანში სახმელეთო იერიშები დაიწყეს, თუმცა "ეს შეზღუდული მოცულობის სამხედრო ოპერაცია გახლდათ". 

ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ისრაელს ირანის სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმაროს.
"ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ აპირებს შეერთებული შტატები ისრაელს ამ თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს და ასევე, რეგიონში ამერიკელი პერსონალი დავიცვათ", - ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *