ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ირანის თავდასხმა "არაეფექტურად და დამარცხებულად" შეაფასა.  "ირანის თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვება, რისთვისაც ჩვენ ისრაელთან ერთად ვიმუშავებთ". - აცხადებს სალივანი. 

ირანმა დღეს განხორციელებულ თავდასხმაში ისრაელს 200-მდე ბალისტიკური რაკეტა ესროლა, რომლის მოგერიებაშიც აშშ-ს საზღვაო გამანადგურებლები ჩაერთო და წარმატებით მოიგერია შემომავალი რაკეტები.

სალივანმა მადლობა გადაუხადა ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) თავდასხმის პრევენციისთვის და ისაუბრა აშშ-ს სამხედრო ძალების კომპეტენტურობაზე ერთობლივ მუშაობაში. ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ასევე სამძიმარი გამოთქვა თელ-ავივში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა გამო.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *