ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის ომის მომდევნო ფაზა მალე დაიწყება.
"ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უსაფრთხოების მდგომარეობის შეცვლაში და საშუალებას მოგვცემს შევასრულოთ მოსახლეობის სახლებში დაბრუნების მნიშვნელოვანი მისია " თქვა გალანტმა ჩრდილოეთ საზღვარზე დანაყოფებთან შეხვედრისას.
ორ ამერიკულ გაზეთში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა უკვე დაიწყეს სახმელეთო რეიდები, რომელიც უფრო ფართო სახმელეთო სპეცოპერაციის სამზადისი შეიძლება იყოს.

0 კომენტარი