უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ანდრეი სიბიგა დაამტკიცა. მინისტრის ყოფილი მოადგილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას მხარი 258-მა დეპუტატმა დაუჭირა. მანამდე რადამ დააკმაყოფილა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაგომის თხოვნით, დმიტრო კულებას განცხადება.
ანდრეი სიბიგა, კარიერული დიპლომატია. ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 2016 წლიდან 2021 წლამდე იყო უკრაინის ელჩი თურქეთში, შემდეგ კი (2021-2024 წწ.) ეკავა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა. კურირებდა საგარეო პოლიტიკის საკითხებს.
0 კომენტარი