უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დამარცხებაში "გადამწყვეტი შეიძლება იყოს".
ამის შესახებ ზელენსკიმ თავის მეუღლესთან, უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკაიასთან ერთად გამართულ ტელემარათონზე ისაუბრა.
"ტრამპი გადამწყვეტი შეიძლება იყოს. ჩვენთვის ეს ყველაზე მთავარია. ის და მისი თვისებები ასეთია. მას შეუძლია, ამ ომში გადამწყვეტი იყოს. მას შეუძლია, პუტინი შეაჩეროს, უფრო სწორად რომ გვეთქვა, პუტინის შეჩერებაში ჩვენ დაგვეხმაროს. ეს მას შეუძლია". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპთან უკვე რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. მისივე თქმით, ფიქრობს, რომ ტრამპს ომის დასრულება ნამდვილად სურს.
"ის, ჩემი აზრით, ძლიერი და არაპროგნოზირებადი. ვისურვებდი, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, უპირველეს ყოვლისა, რუსეთს ეხებოდეს. მგონია, რომ მას ომის დასრულება ნამდვილად სურს. ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა", - თქვა ზელენსკიმ.
თარგმანი:ტაბულა
0 კომენტარი