საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა - გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებითვე, გაწევრიანების მოლაპარაკება ოფიციალურად გახსნილია უკრაინასა და მოლდოვასთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირი წევრობაზე მოლაპარაკებებს გახსნის ბოსნია-ჰერცოგოვინასთანაც მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ხარისხი მიიღწევა და კომისია მოამზადებს ანგარიშს გადაწყვეტილების მისაღებად.
“ეს იმედის ნათელი გზავნილია ქვეყნებისა და ჩვენი კონტინენტისთვის”- ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი კონკრეტული რეფორმების შესრულების პირობით. შესასრულებელი პირობა 9-პუნქტიანია, საიდანაც 7 დარჩა წინა ვალდებულებიდან, 2 კი ახალია.
ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია პირველ ეტაპზე საქართველოსთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შეფასებით მიიღო და შესაბამისად, ძველი ვალდებულებიდან გადმოვიდა ის, რაც არ/ვერ ან ნაწილობრივ შესრულდა. ამიტომაც მათი ნაწილის მოდიფიცირება მოხდა. ეს პირობები ასეთია:
ახალი პირობები
• ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;
• ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის მაჩვენებლის გაუმჯობესება.
ინფორმაცია სრულად ნახეთ ბმულზე:
https://globalnews.ge/ge/georgia/evrokomisiis-meore-rekomendacia-ras-moicavs-zveli-da-axali-pirobebi
0 კომენტარი