უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ევროსაბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტს პირადად, სატელეფონო საუბრისას მიულოცა.

 “პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრი მქონდა და მივულოცე მას და მთლიანად ქართველ ხალხს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოხარული ვარ, რომ მივიღე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მილოცვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საქართველო საერთო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის”,- წერს პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ პლატფორმაზე.

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი კონკრეტული რეფორმების შესრულების პირობით. შესასრულებელი პირობა 9-პუნქტიანია, საიდანაც 7 დარჩა წინა ვალდებულებიდან, 2 კი ახალია.
ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია პირველ ეტაპზე საქართველოსთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შეფასებით მიიღო და შესაბამისად, ძველი ვალდებულებიდან გადმოვიდა ის, რაც არ/ვერ ან ნაწილობრივ შესრულდა. ამიტომაც მათი ნაწილის მოდიფიცირება მოხდა. ეს პირობები ასეთია:

ახალი პირობები   

• ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;

• ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის მაჩვენებლის გაუმჯობესება. 

ინფორმაცია სრულად ნახეთ ბმულზე: 

https://globalnews.ge/ge/georgia/evrokomisiis-meore-rekomendacia-ras-moicavs-zveli-da-axali-pirobebi

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *