ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობას ტოვებს და პრემიერ-მინისტრობის შემდეგ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს გადაიბარებს. განცხადება ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე მას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე, ახლა უკვე პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე ჩანაცვლებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
„გიდასტურებთ, რომ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება, ოღონდ უნდა ვთქვა, ეს იქნება პასუხისმგებლობიანი წინადადება, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმაც შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, იმიტომ, რომ ეს ფორმალობა, რეალურ ასპექტშსა და ცხოვრებაშიც დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი, ამის შემდეგ უკვე წარედგინება პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელის მოწერით", -აღნიშნა მედიასთან მამუკა მდინარაძემ.
თავად უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გუნდთან შეთანხმებით მიიღო.
"მეორე ვადით, პრემიერის თანამდებობაზე მუშაობა, ურთულეს შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უდიდესი ფაქტორი შიდა დემოკრატიაა, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლენება გახლავთ როტაციის პრინციპი, გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა", აღნიშნა მან მედიასთან შეხვედრისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ირაკლი ღარიბაშვილი პირველად 2013 წელს დაინიშნა, თუმცა, ორ წელიწადში, თანამდებობა, მოულოდნელად, დატოვა. 2021 წლის 18 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
0 კომენტარი