პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება საქართველოს მოქალაქეებს მიულოცა და თქვა, რომ “ეს გამარჯვება ღირსეულად და დამსახურებულადაა მოპოვებული”.

“ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ”, - თქვა მან და მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს “ერთხმად გამხატული ძლიერი ნდობისთვის”.

“მინდა განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი ისტორიული გამარჯვება ჩვენი გუნდის თითეოულ წევრს, მთავრობის თითოეულ წევრს, ათასობით საჯარო მოხელეს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პარტიას, მმართველ გუნდს, თითოეულ წევრს, ვინც ღირსეული წვლილი შეიტანა ამ დიდი ისტორიული გამარჯვების მიღწევაში. მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და წარმატება, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიაღწია მაქსიმუმს და დღევანდელი დღე არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი მმართველობისა”, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი კონკრეტული რეფორმების შესრულების პირობით. შესასრულებელი პირობა 9-პუნქტიანია, საიდანაც 7 დარჩა წინა ვალდებულებიდან, 2 კი ახალია.
ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია პირველ ეტაპზე საქართველოსთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შეფასებით მიიღო და შესაბამისად, ძველი ვალდებულებიდან გადმოვიდა ის, რაც არ/ვერ ან ნაწილობრივ შესრულდა. ამიტომაც მათი ნაწილის მოდიფიცირება მოხდა. ეს პირობები ასეთია:

ახალი პირობები   

• ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;

• ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის მაჩვენებლის გაუმჯობესება. 

ინფორმაცია სრულად ნახეთ ბმულზე: 

https://globalnews.ge/ge/georgia/evrokomisiis-meore-rekomendacia-ras-moicavs-zveli-da-axali-pirobebi

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *