“ქართული ოცნების” ყრილობაზე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი ღარიბაშვილი კი, პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, სიტყვით გამოსვლა, ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და აღნიშნა, რომ "ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებში მთავარი როლი პარტიის დამფუძნებელს მიუძღვის".
"პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას. გასულ წლებში, გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო თავისი წილი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, მაგრამ ის, რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და განსაკუთრებული მადლობა ამისთვის პარტიის დამფუძნებელს. გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს სამწლიანი, უაღრესად წარმატებული მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რამაც ჩვენს ქვეყანს უპრეცედენტო წარმატება მოუტანა. მადლობა გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს და თითოეულ წევრს, ყრილობის ყველა დელეგატს”.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "დღეს გუნდს 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი ნდობა აქვს, ამიტომ დარწმუნებულია, რომ პარტია "ქართული ოცნება" არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს".
"წინ გველის უაღრესად მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც მოსალხეობის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ვხვდებით. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, რაც გახდება ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარების საფუძველი. "ქართული ოცნება", პრაქტიკული თავსლაზრისით, ორი მთავრი მისიი არის გამოხატული, პირველი, ეს არის ფიზიკურად და სულიერად გამთლიანებული საქართველო. ეს არის საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი აფხაზებთან და ოსებთან ერთად და ეს არის საქართველო, სადაც ქართველებს შორის სიკეთე სძლევს ბოროტებას და სიყვარული სძლევს სიძულვილს. მეორე, ეს არის საქართველო ადამიანების კეთილდღეობის ევროპული დონით, საქართველო, სადაც არცერთ ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარტიის ყრილობაზე.
0 კომენტარი