ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)-ის ინფორმაციით, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022-2023 წლებში საქართველოში რუსეთის 73.7 ათასი მოქალაქე საცხოვრებლად დარჩა.
"საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელში (2014-2023) ემიგრაციაში წავიდა 815,608 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში დაბრუნდა 265 ათასით ნაკლები - 550,919 საქართველოს მოქალაქე. 2022-2023 წლებში ემიგრაციაში წავიდა 118 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე ვიდრე დაბრუნდა უკან სამშობლოში. ამავე დროს საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 73.7 ათასი რუსეთის მოქალაქე. 2023 წელს ემიგრაციაში წასული 163,480 საქართველოს მოქალაქიდან 70% (114 438) 30 წლამდე ასაკისაა, მათ შორის 43% (70,003) 15 წლამდე ბავშვია.
გაეროს მონაცემებით, 2020 წელს ემიგრაციაში ცხოვრობდა საქართველოში დაბადებული 861,077 პირი. არსებული დინამიკის გათვალისწინებით მათი რიცხვი 2024 წელს მილიონამდე გაიზრდება", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
0 კომენტარი