ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განმარტავს, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია: "ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ ყველა ფინანსური სანქცია საჯაროდ ქვეყნდება" - აღნიშნულია საელჩოს მიერ 3 ოქტომბერს რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ განცხადებაში.
ტელეკომპანია "ფორმულამ" გუშინ, 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, რომ ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა “საერთოდ შეუჩერეს”, ზოგ შემთხვევაში კი „შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების სპეციალურ რეჟიმში გადაიყვანეს"
"ფორმულას" არ გაუვრცელებია ცნობა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების ოფიციალური სანქცირების შესახებ.
0 კომენტარი