საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ბრიუსელში შეხვდა. ევროკომისიის პრეზიდენტი შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და აღნიშნავს:
"ძვირფასო პრეზიდენტო, დიდ პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული გზის მიმართ. ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა — მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. ეს ასევე გადამწყვეტი მომენტი იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის."
0 კომენტარი