"ინტერესები არის დროებითი, ისინი იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად. მას შემდეგ რაც დასრულდება არჩევნები და ომი უკრაინაში, დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ ზუსტად ვიცით რა და როგორ უნდა დავალაგოთ" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

"ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთანაც"- ამბობს იგი.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვევის გაუქმებას გლობალური ომის პარტიის გავლენას უკავშირებს.

"რაც შეეხება ვახშამს, ხელის ჩამორთმევას ან მონაწილეობას, მიწვეული იყო ყველა დელეგაცია, სულ 200 ქვეყანა. ამ ორასი ქვეყნიდან რამდენია ავტორიტარული? დაახლოებით ნახევარი არის ან თვითაღიარებული, ან სხვების მიერ აღიარებული ავტოკრატია და ისინი იყვნენ მიწვეული. აქ სად არის ლოგიკა? ლოგიკა არის მხოლოდ ერთ რამეში – ამ შემთხვევაშიც გლობალური ომის პარტიის ხელი ურევია ყველაფერში" აღნიშნა კობახიძემ.

25 სექტემბერს, საქართველოში აშშ-ს საელჩომ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს  მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე მიწვევა გაუუქმა და საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე უარი განაცხადა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *