საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის მიერ მიღებულ ანტი-ლგბტ კანონთა პაკეტს ხელი არ მოაწერა. თუმცა, ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა. 
პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი 17 სექტემბერს მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

კანონის თანახმად, პრეზიდენტის მიერ ხელის არ მოწერის შემთხვევაში კანონს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე, რის შემდეგაც კანონი ძალაში შევა.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *