"ქართული ოცნების" ლიდერების ახალი კამპანიის საპასუხოდ, რომ თითქოს ამერიკულ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი პრეზიდენტის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების დამოკიდებულება შეიცვლება, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი პასუხობს და აღნიშნავს, რომ "რესპუბლიკური" ადმინისტრაცია ყველაზე "მძიმე" იქნება "ქართული ოცნებისთვის".
"ამერიკულ არჩევნებზე, ამა თუ იმ პარტიის ადმინისტრაციაზე, შესაძლოა ანალიტიკოსები საუბრობდნენ და თავიანთ რჩევებსა და პრეფერენციებს ღიად ამბობდნენ, ანალიზს აკეთებდნენ, თუ რა შეიძლება მოხდეს რომელიმე ადმინისტრაციის პირობებში. როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური პირები, ასე ღიად თავიანთ პოზიციონირებას აფიქსირებენ და ამბობენ, ახლა გვეშველება, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, საერთაშორისო დონეზე საგარეო პოლიტიკა როგორ კეთდება. ეს მათი არაკვალიფიციურობის პირდაპირი მაგალითია. "ქართულ ოცნებას" ისიც არ აქვს გააზრებული და წარმოდგენაც არ აქვს, რომელი ადმინისტრაციის პირობებში, მათ ყოფას რა შედეგები მოჰყვება. მათ (საქართველოს ხელისუფლებას) თუ ჰგონიათ, რომ საქართველოს ელჩს ან ოფიციალურ პირებს, ან ვიღაც პოლიტიკოსებს გააგზავნიან პარტიულ შეკრებებზე, ამით რაღაც ეშველებათ, ეს, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია. სახეზეა "ქართული ოცნების" სასოწარკვეთილი მცდელობა, იქნებ ნორმალური ურთიერთობა "დაალაგონ" (შეერთებული შტატების) მოსალოდნელ ადმინისტრაციასთან. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე მძიმე ადმინისტრაცია "ქართული ოცნებისთვის" "რესპუბლიკური" ადმინისტრაცია იქნება. ეს იქნება ადმინისტრაცია, რომელიც "ქართულ ოცნებას" საერთოდ არაფერს "გაუტარებს", უბრალოდ, "გასატარებელიც" არაფერი იქნება, რადგან "ქართული ოცნება" აღარ იქნება ხელისუფლებაში, ის იქნება ოპოზიციაში. დემოკრატიული ადმინისტრაცია ყოველთვის ბევრად უფრო რბილი იყო საქართველოს მსგავს გარდამავალ დემოკრატიულ ქვეყნებში", - აღნიშნა ყოველკვირეულ ინტერვიუში პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა.
0 კომენტარი