"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია გარე მხრიდან ჩარევების "თავიდან აცილებას" ცდილობს, რადგა ქვეყანაში "უამრავი აგენტია".
"არჩევნებში ჩარევა შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც - ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია, რუბლებითა და დოლარებით დაფინანსებული. ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, ეს ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან, თავიდან აიცილო. აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევას ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენს თავთან ხომ ვართ მართლები?! საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისათვის, ამ ზომაზე ვართ მისული", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
0 კომენტარი