ვაშინგტონში, აშშ-ის საელჩოსთან, საქართველოს მოქალაქეებმა რუსული კანონის წინააღმდეგ, საპროტესტო აშშ-ში საქართველოს საელჩოსთან აქცია გამართეს. მათი თქმით, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთი წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში ხელმეორედ წარდგენილ კანონპროექტზე, პროტესტის გამოთქმა ისევ მოუწევდათ.
"შარშან აქ ვიდექი რუსული კანონის მიღებას. დღეს საელჩოსთან იმიტომ ვდგავარ, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ქართველი ხალხის ნებისა და ჩვენი ყველა პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს. ისინი სრულიად ქართველი ერის აზრსა და მოთხოვნას არ უწევენ ანგარიშს. ეს კანონი დაგვაშორებს ჩვენს ისტორიულ მიზანს - გავხდეთ დასავლეთის ნაწილი. იმ მოქალაქეებმაც კი, რომლებიც შესაძლოა "ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს, მაგრამ ასევე, ძალიან სურთ გახდნენ ევროკავშირის წევრები, ხმა უნდა ამოიღონ და გააპროტესტონ, რასაც დღეს ხელისუფლება და მმართველი ძალა აკეთებს", - ამბობს ემიგრანტი ნიკოლოზ ანასაშვილი.
ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნინო პაიჭაძე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების განცხადებები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებთან.
"ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ კანონის კანონის განხილვას საქართველოს პარლამენტში, რომლის მიზანია თითოეული მოქალაქის უფლებების ძირფესვიანად ამოძირკვა. ამ კანონის მიზანია დემოკრატიისა და ცივილური სამყაროს ნორმების ამოკვეთის მცდელობა საქართველოში. ხელისუფლების ეს მცდელობა ცხადყოფს, რომ მათ რუსეთისკენ აიღეს გეზი. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაშია იმ დასავლურ დოკუმენტებთანაც და შეთანხმებებთან კი, რასაც ამ ხელისუფლებამ მოაწერა ხელი. მათი სიტყვა და ქმედებაა ერთმანეთთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში. ისინი ეწინააღმდეგებიან ჩვენი, ქართველი ხალხის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. საქართველოს ხელისუფლებას დღეს ჩემი, როგორც მოქალაქის და ჩემთან ერთად, ასი ათასობით ქართველის ხმა არ ესმის. ემიგრანტების ხმა არ ესმის საქართველოს საელჩოს აქ, ვაშინგტონში, თუმცა უფრო მეტ ძალისხმევას მიიღებს ჩვენგან. ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოში რუსულ კანონებს და რუსულ რეჟიმს", - განაცხადა ემიგრანტმა ნინო პაიჭაძემ Globalnews.ge-სთან საუბრისას.
ქართველი ემიგრანტი, ნინო ბობღიაშვილიც მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხის ხმა არ ესმის და ღალატობს მოქალაქეების ევროპულ არჩევანს: "რამდენიმე დღეა აბსოლუტურად ნათლად განიმარტა, რომ ეს არის რუსული კანონი, მას იწონებს მხოლოდ რუსეთი და უქმნის საფრთხეს საქართველოს მომავალს, თუმცა ხელისუფლებას არც ჩვენი და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების ხმა ესმის, რომლებმაც საბოლოოდ უნდა გააფორმონ და მიგვიღონ ევროკავშირში. რუსული კანონითა და რუსეთის მიერ მოწონებული ნორმებით ჩვენ ვერასდროს შევალთ ევროპაში, ვერ გავხდებით ევროპის წევრები და ამ ისტორიულ მომენტში, საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ხმა არ ესმის ჩვენი ქვეყნის ხელისუფალს, ამიტომაც მოუთმენლად ველოდებით არჩევნებს", - ნათია ბობღიაშვილი.
0 კომენტარი