საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე წერს, რომ მმართველმა პარტიამ მოულოდნელად განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომელიც "ბიძინა ივანიშვილს აძლევს უფლებას, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, ოფშორებში გადამალული ქონება საქართველოში შემოიტანოს".
"ამ წუთას, მოულოდნელად, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდებს ოფშორული აქტივების 100 პტოცენტს. ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობლებლად. ელოდება სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას. ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს", - წერს დეპუტატი რომან გოცირიძე.
0 კომენტარი