საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით რუსული კანონპროექტი მიიღო. სამდღიანი მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების მწვავე შეფასებების მიუხედავად, მმართველი პარტია ისევ ცდილობს ის ევროპული სტანდარტების კანონმდებლობად გამოაცხადოს.
რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, მსახიობები, სპორტსმენები. არ დარჩა სფერო, რომლის წარმომადგენლებიც მოუწოდებენ მმართველ პარტიას, უარი თქვას რუსული კანონის პარლამენტში დამტკიცებაზე.
ანალოგიური კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში მიიღო, თუმცა პროტესტის შემდეგ მეორე მოსმენისას კანონპროექტი ჩააგდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა, რომ ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ. თუმცა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგივე კანონი, შეცვლილი სახელწოდებით კვლავ დააინიციირეს.
16 აპრილს, პარლამენტის წინ, კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც გაუსწორდა, დააკავეს 30-მდე ადამიანი.
0 კომენტარი