სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებენ. რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაკეტილია პროტესტის მონაწილეთა სიმრავლის გამო.
"ეს ხალხი ევროკავშირის იდეის გარშემო ერთიანდება და ეს არ უნდა "ქართულ ოცნებას". მათ შეუძლიათ ცირკით, რომელიც ახლა პარლამენტის შიგნით მიმდინარეობს, შეუძლია დატკბნენ იმ პატარა ძალაუფლებით, რომელიც პარლამენტის კედლებს შიგნით აქვთ, მაგრამ პარლამენტს გარეთ მათ ძალაუფლება არ აქვთ. აქ ვდგავართ მოქალაქეები, რომლებიც ძალაუფლების წყარო ვართ და ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ რეალური ძალაუფლება, ჩვენ განვსაზღვრავთ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და არა ისინი, რომლებმაც პარლამენტში მხოლოდ მიკროფონის გამორთვა იციან. ჩვენ ვწყვეტთ, რომ არ გვინდა რუსეთში. არა რუსულ კანონს", - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
"ჩვენ შევხვდებით ევროკავშირში", "არაფერი გამოუვათ ახალგაზრდების პროტესტის წინააღმდეგ", "არასოდეს შევალთ რუსულ ხელისუფლებასთან ალიანსში", "არა რუსულ კანონს" - ისმის განცხადებები პარლამენტთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტთან აქცია - "არა რუსულ კანონს" მთელი დღის განმავლობაში, პარლამენტში განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა.
0 კომენტარი