ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ თბილისიდან არეული სიგნალები ისმის და ქართულ მხარეს მოუწოდებს, გამოიყენოს შესაძლებლობა, რადგან ევროპის კარი ღიაა, დრო კი იწურება.
"ძალიან დიდი პარადოქსია, როცა კარი ფართოდ არის გახსნილი არეული სიგნალები მოდის თბილისიდან. წარსულში კარი დახურული იყო და ქართველები პირველები იყვნენ, ვინც ამ კარზე აკაკუნებდნენ და ითხოვდნენ კარის გახსნას და ზოგჯერ როგორ ჩემი ქვეყნის დიპლომატს და შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელს მრცხვენოდა რომ კარი დახურული იყო, რომ შიგნით ვერ ვთანხმდებოდით კარის გახსნაზე. ახლა კარი ფართოდ ღიაა და რა გვაქვს - ყოყმანი, მეორე ხარისხოვანი აზრები, განსხვავებული მოსაზრებები. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ ახლა არის დრო და დრო იწურება. რადგან სხვები წინ მიიწევენ და მე გულწრფელად გირჩევდით რომ ეს დრო არ გაგეფლანგათ. და ეს არის ჩემი მესიჯი ყველასთვის, ყოველ ჯერზე როცა შესაძლებლობა მეძლევა ვესაუბრო მედიას ეს არის ჩემი მესიჯი - არ გაფლანგოთ დრო. ჩვენ მხარეს კარი ღიაა და ღია დარჩება, ჩვენ მოთმინებით ვეკიდებით და გვესმის რომ ზოგჯერ ეს რთულია ზოგჯერ არის დაბნეულობა, რომ ზოგჯერ რეფლექსიაა საჭირო და დისკუსია, გქონდეთ ის. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის, კარი ღიაა, გელოდებით გთხოვთ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
0 კომენტარი