"არცერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად", - ეს განცხადება დღეს თბილისის მერმა და პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ რუსულ კანონთან დაკავშირებით, დასავლეთის მხრიდან გამოხატულ კრიტიკაზე საპასუხოდ გააკეთა. მის ამ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"შენისთანა უპრინციპო ტიპი ვერ გადაგვიწყვეტს ევროპაში ვიქნებით თუ არა. სასაცილოა ხალხის სახელით საუბარი, როცა საკუთარი თავიც კი იმდენად არ გეკუთვნის, რომ შენი ცხოვრების განუყოფელ ფეხბურთში დაპირისპირების ინიციატორი ხარ. მაქსიმუმ ოჯახში გადაწყვიტო თმას შეიჭრი, ჩაიცვამ და ყავას დალევ თუ არა ევროპაში. და თუ ასე გააგრძელე, მაგასაც ევროპა გადაგიწყვეტს მარტივად", წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 კომენტარი