პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ქვეყანაში არსებულ სისტემურ კორუფციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, მას "ახალისებს, რათა მეტი ლოიალობა მოიპოვოს, ლოიალობის მოპოვებას კი, არჩევნებისთვის აპირებს".
"ბევრი რამ ზედაპირზეა- ბიძინა ივანიშვილი ძალიან გამოცდილი და გონიერი ადამიანია და მან ძალიან კარგად იცის, რომ "ოცნება" უკვე დამარცხებულია, ამის გააზრება და აღქმა კი, იქნება უმძიმესი და მტკივნეული. შესაბამისად, ის ყველანაირად ეცდება, რომ მდგომარეობა გამოასწოროს. ის ხედავს, რომ მის გარდა ინსტიტუციონალურად არაფერი მუშაობს ქვეყანაში. სახელმწიფო დისფუნქციურია და მის გარეშე, არჩევნების მოგებაზე საუბარიც ზედმტია. ვინ უნდა მოიგოს ეს არჩევნები?! იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც უკვე ყურადღებასაც არ აქცევენ, რას საუბრობენ, თუ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ემსახურებიან პარტიას, ან იგივე ივანიშვილს და არა სახელმწიფოს? ამ ყველაფერს დაამატეთ კორუფციის ის ფორმები, რომელიც თვალსაჩინო გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში, ღარიბ ქვეყანაში კორუფცია დანაშაული კი არა, ღალატია. როდესაც ქვეყანაში გყავს 170 ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახი, ეს კი, 650 ათას ადამიანზე მეტია და შენ ბედავ იმას, რომ არაკეთილსინდისიერად შეასრულო შენი საქმე კი არა, უბრალოდ, ამ ადამიანების ყოველდღიურ შემოსავალს, ფულს შეეხო და სახლში წაიღო, იმისთვის რომ შენი ოჯახი გყავდეს კარგად, რა თქმა უნდა, ეს ღალატია".
პარტია "საქართველოს" ლიდერმა ისაუბრა იმაზეც, როგორ გეგმავს თავად კორუფციასთან ბრძოლასა და იმ საქმეების გამოძიებას, რომელიც ამ საკითხს ეხება. კერძოდ, მისი თქმით, ეს არ უნდა იყოს შურისძიება.
"დაუსაბუთებელი გამდიდრება არის ის განზომილება, რომელიც ადამიანს აკისრებს ვალდებულებას, საიდან დააგროვა ეს ქონება, მაგრამ თუ ვერ ხსნის, ეს უნდა გახდეს გამოძიების საგანი. თუმცა ეს არ უნდა იყოს შურისძიება. ადამიანი, რომელიც ვერ ასაბუთებს და აღიარებს, არსებობს სხვადასხვა ფორმის ამნისტია. ეს არ არის უნიკალური მოვლენა, მსგავსი შემთხვევები ბევრგან მომხდარა".
0 კომენტარი