უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 48 წლის თენგიზ ჭანია დაიღუპა. ის ჭურვის აფეთქებას დონეცკის ქალაქ ავდიივკასთან ემსხვერპლა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
თენგიზ ჭანია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია, იგი აფხაზეთის ომსა და ასევე, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თენგიზ ჭანია უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან იბრძოდა. ასევე, მებრძოლი თენგიზ ჭანია "აზოვის" მესამე საბრძოლო ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღეემდე, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას, საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.
0 კომენტარი