"რადიო თავისუფლების" ქართული ოფისი აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. მიზეზის დასასდგენად კი, ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად, ბიზნესნმა დავით კეზერაშვილმა, სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, "სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს დაეყრდნო". აღნიშნული აქტი იმ კრიმინალურ საფუძვლებს ადგენს, რომელიც აშშ-ში შეშვებაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს. "კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს", - ნათქვამია "რადიო თავისუფლების" მიერ მომზადებულ სტატიაში. თავდასცვის ყოფილი მინისტრი მოითხოვს, გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა. სარჩელი კი, ვებგვერდზე - Courtlistener.com გამოქვეყნდა, სადაც შეერთებული შტატების სასამართლოებში შესულ სარჩელებს აგროვებს და ასაჯაროებს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილის განაცხადი აშშ-ის ვიზის მისაღებად კვიპროსში, აშშ-ს საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შევიდა, უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო. ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო BBC-ის მიერ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომელშიც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად, დავით კეზერაშვილი სახელდებოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოთხოვნა წარმოებაში მიიღო, თუმცა კეზერაშვილს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.
0 კომენტარი