საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებული ცვლილებები წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციებთან. 

“ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული. შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში. როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი “საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს”, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს”, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *