საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორს, დეიმონ ვილსონს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, "შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოს, საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე და ამ კონტექსტში საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ როლს".
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორი, დეიმონ ვილსონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გვერდზე გაზიარებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის "ოქტომბერში ჩატარებული არჩევნებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა აჩვენოს საკუთარი ადგილი თავისუფალ სამყაროში"
"მადლობა ილია დარჩიაშვილს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვედრისთვის. ოქტომბერში ჩატარებული არჩევნებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა აჩვენოს საკუთარი ადგილი თავისუფალ სამყაროში ღია, გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფით, რომელიც ქართველ ამომრჩეველს შესაძლებლობას მისცემს, არჩევნებში მაქსიმალურად ფართო ჩართულობით მიიღოს მონაწილეობა", - წერს დეიმონ ვილსონი.
0 კომენტარი