ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სადამკვირებლო მისიების საქართველოში ჩამოსვლა საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას გააუმჯობესებს. მისივე განცხადებით, ცესკო-სთვის ცნობილია, რომ ეუთო-ოდირის გარდა, "სხვა ამერიკულ და ევროპულ ორგანიზაციებსაც აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში გრძელვადიანად განათავსონ თავიანთი მისიები".
"მნიშვნელოვანი საკითხია საერთაშორისო სადამკვირებლო მისიების ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოწვევის გაგზავნა. სახელმწიფომ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა, როგორც ყოველთვის, მზადაა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, საერთაშორისო დამკვირებლები ჩამოვიდნენ. ჩვენ ვიქნებით, მაქსიმალურად, კონსტრუქციულად გახსნილები და თანამშრომლობაზე ორიენტირებულები, რათა მივაწვდით მათ ყველა გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია ანგარიშების საბოლოო უზრუნველყოფის მიზნით. სადამკვირებლო ორგანიზაციების ქვეყანაში ჩამოსვლა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რიგ საკითხებან დაკავშირებით გარკვეული პრევენციების განხორცილებას, საზოგადოებაში სანდოობის სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუციების მხარდაჭერას და განსაკუთრებით ისეთის, როგორიც საარჩევნო ადმინისტრაციაა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მათ ჩამოსვლას ქვეყანაში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეუთო-ოდირში გაიგზავნა მოწვევა, ასევე, სხვა ამერიკულ და ევროპულ ორგანიზაციებსაც აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში გრძელვადიანად განათავსონ თავიანთი მისიები, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს არჩევნების მთლიანობას და მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს წინასაარჩევნო გარემოს", - განაცხადა ცესკო-ს გიორგი კალანდარიშვილმა.
მან ისაუბრა ცესკო-ს დაკომპლექტებს წესთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა 9 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, 81 ხმით მიიღო, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული. ამჟამად ეს პოსტი „ლელოს“ წევრს, გიორგი სიორიძეს უკავია. ცესკოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კი ხელმძღვანელის მოვალეობას, ოპოზიციიდან დანიშნული მოადგილის ნაცვლად, ცესკოს მდივანი შეასრულებს. ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მისმა მოადგილემ "პოლიტიკური ბეგრაუნდი გაიმყარა, ადმინისტრაციის საქმიანობაზე გავლენა კი, ამ პოსტის გაუქმებას ან შენარჩუნებას, გავლენა ვერ ექნება".
"ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ რამდენჯერაც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირება განხორციელდა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს უკავშირდება, ის მთელი რიგი პოლიტიკური ინსინუაციების მიზნით იქნა გამოყენებული. მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციისა და კონკრეტული პერსონების დისკრედიტაციისთვის. ეს საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს. ზოგადად, მნიშვნელოვანია, საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ყველა ჩართული მხარე გაერთიანდეს, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დავაყენოთ, ვიდრე პოლიტიკური დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და უსაფუძვლო და უარგუმენტო მოცემულობებით, არ დავაზიანოთ მოქმედი თავმჯდომარის საქმიანობა და პროგრესი, რომელიც ინსტიტუციას გააჩნია. პირი, რომელიც დღეს ჩემი მოადგილის პოზიციაზეა გამწესებული ოპოზიციური კვოტით, პარტიული მიკერძოებიდან ვერ გამოვიდა და მისსავე დამნიშავი სუბიექტის გარეთიანებაში, პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდა. მან პოლიტიიკური ბეგრაუნდი გაიმყარა. პრაქტიკაში ვნახეთ, რომ ადმინისტრაციის საქმიანობაში წინსვლის მიმართულებით მის მონაწილეობას ამ პოზიციაზე გავლენა არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, ეს ცვლილებები რა სახით იქნება მიღებული, პოლიტიკურ გაერთიანებას კვლავ დარჩება კომისიაში წევრი და იგივე გავლენა ექნება, რაც მოადგილის პოზიციაზე შეიძლება ჰქონოდა. ვერანაირი გავლენა ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანობასთან მიმართებაში თავმჯდომარის მოადგილის არსებობას ან არარასებობას ვერ ექნება იმ მოცემულობით, რაც კანონმდებლობაში არსებობს", - მიიჩნევს ცესკო-ს თავმჯდომარე.
მისივე განცხადებით, როგორც პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას, ვერ მოისმინა ხელშესახები არგუმენები, რაც ჯანსაღ კრიტიკასა და შეფასებაზე იქნებოდა დაფუძნებული.
"კრიტიკაც შეიძლება იყოს, საჩივრებიც და უკმაყოფილებაც, მაგრამ მთავარია, რა ერთვის ამას საფუძვლად - მტკიცებულება, არგუმენტაცია, შეფასებები. როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის პროგრესი თვალსაჩინოა მისი ღიაობით, გამჭვირვალობით, საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაციით, ჩვენი საქმიანობა მაშინათვე დისკრედიტაციის სამიზნე ხდება. ეს ხდება სწორედ იმ მიზნით, რომ ეს ყველაფერი გადაიფაროს, საზოგადოებაში შეიქმნას არასწორი აღქმები, ამ არასწორი აღქმებით მივიდეს საზოგადოება უნდობლობასთან საარჩევნო ადმინსტრაციისა და საარჩვენო გარემოს მიმართ და დაზიანდეს მთლიანად საარჩევნო გარემო. ვერ მოვისმინეთ ვერცერთი ხელშესახები არგუმენტი, რომელიც იქნებოდა დაფუძნებული ჯანსაღ კრიტიკაზე, ჯანსაღ შეფასებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების უმეტესობა, რომელიც ხელშესახები იყო და წაადგებოდა პროცესს, ყველა გათვალისწინებულია. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც. კვლავ ვართ მზად ღია, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რათა დარჩენილ რამდენიმეთვიან პერიოდში, თუ არსებობს ღია საკითხი, რაც აწუხებს ჩართულ მხარეებს, პოლიტიკურ გაერთიანებებს, საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დავსხდეთ და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გავაუმჯობესოთ. ჩვენ ორი კვირის წინ შევხვდით ყველა პოლიტიკურ პარტიას, რამდენიმე დღის წინ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამ დისკუსიების ფარგლებში ვნახეთ, რომ არსებითი წუხილი ან არსებითი ისეთი საკითხი, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან დამატებით ყურადღების მიქცევას საჭიროებს, არ არსებობს", - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.
0 კომენტარი