საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ პრეზიდენტის სწრაფი გადაწყვეტილების მიზეზია, სტიქიასთან ბრძოლას რაიმე სახის დაბრკოლება არ შეექმნას და შესაბამისად, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება.
8 თებერვლის საპარლამენტო სხდომის ბოლოს, დეპუტატებმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მთავრობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით, ნდობა 84 ხმით გამოუცხადეს. კენჭისყრამდე დეპუტატებმა მოისმინეს ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ხელმძღვანელის რანგში პირველი ვიზიტით, ბრიუსელში გაემგზავრება.
0 კომენტარი