საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2023 წლის საზღვრის კვეთის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 1 856 237 ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. 2023 წლის ეს მაჩვენებელი 397 ათასით (27%-ით) აღემატება 2022 წლის მონაცემებს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, მეორე ადგილზე თურქეთია, საიდანაც 1 577 439-მა მოქალაქემ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, რაც 2022 წლის მონაცემებს 53%-ით აღემატება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში ასე გამოიყურება:

რუსეთი - 1 856 237 ვიზიტორი;
თურქეთი - 1 577 439 ვიზიტორი;
სომხეთი - 1 276 420 ვიზიტორი;
ევროკავშირი - 451 024 ვიზიტორი;
ისრაელი - 251 579 ვიზიტორი;
აზერბაიჯანი - 241 271 ვიზიტორი;
უკრაინა - 202 984 ვიზიტორი;
ყაზახეთი - 192 282 ვიზიტორი;
ბელარუსი - 171 392 ვიზიტორი;
ირანი - 143 382 ვიზიტორი;

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *