თბილისში, სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლთან მიმდინარე აქციაზე, სავარაუდოდ, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს.
სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე, სავარაუდოდ, დააკავეს ასევე კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე და ენმ-ს წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი.
2 თებერვალს, 16:00 საათზე თბილისი მოლის მიმდებარედ საპროტესტო მარშების გაერთიანება და რამდენიმე საათით დიღმის გზის გადაკეტვა იგეგმებოდა.
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის დაიწყო - ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტილი არ იყო ავტომობილებისთვის.
იმ დროს როცა მოქალაქეების დაკავება დაიწყო, გზის საავტომობილო ნაწილი ნაწილობრივ პოლიციას ჰქონდა დაკავებული და მოქალაქეები მხოლოდ ერთ ზოლს იკავებდნენ.
ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა. აქციის დაწყებამდე შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.
0 კომენტარი