პარიზში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად იმყოფება.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე გაავრცელა ტექსტი, რომელშიც მადლობას უხდის უკრაინის პრეზიდენტს ქართველი ხალხის მიმართ გამოხატული მისი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.
"ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ევროპული მომავალისთვის ბრძოლა გაიმარჯვებს, სხვა ალტერნატივა არ არის" - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკი პარიზში პირისპირ შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, ასევე საფრანგეთთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და სხვა ევროპელ ლიდერებს.
2019 წლის ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანებულ ტაძარი, პარიზის და საფრანგეთის სიმბოლო - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ კვლავ იხსნება.
0 კომენტარი