დავით ზალკალიანის შეერთებული შტატების ელჩის პოზიციიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია, ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. მისი თქმით, უკვე ყოფილ ელჩზე "ზეწოლა სხვადასხვა მხრიდან ხორციელდებოდა". 

"დავით ზალკალიანმა თანამდებობდა დატოვა, მასთან მქონდა საუბარი. ყველას სხვადასხვანაირი ნებისყოფა აქვს, ამ შემთხვევაშიც, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, არ იგულისხმება  "ნაცების" ზეწოლა. მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო. სამწუხაროა, რომ დატოვა თანამდებობა, მისი არჩევანი იყო, პატივს ვცემ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, თავად დავით ზალკალიანი მედიასთან განმარტებით კომენტარზე, ამ დრომდე, უარს აცხადებს. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *