საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრების გარეშე-ს (RSF) ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საქართველოში აშშ-ის მიერ ძებნილი და ვაგნერის ჯგუფთან დაახლოებული რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა.
ორგანიზაციის კვლევაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მალკევიჩმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებში პროპაგანდისტული მედიები დააფუძნა, რომლებიც კრემლის ნარატივს ავრცელებენ და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირებას "გათავისუფლებად" ასაღებენ. ის ასევე აქტიურად მოუწოდებს მოსახლეობას, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ მალკევიჩის ადგილმდებარეობის დასადგენად საჭირო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯილდოს სახით, 10 მილიონი დოლარი დააწესა. მას ბრალად არჩევნების შედეგებში ჩარევა ედება.
0 კომენტარი