ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 137 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 52.943% მიიღო, მეორე ადგილზეა "კოალიცია ცვლილებებისთვის" 11.197 %-ით, მესამე ადგილზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ხმების 9,797 % აქვს.
რაც შეეხება "ძლიერ საქართველოს", წინასწარი შედეგების მიხედვით, მას ამომრჩეველთა 9,056 %-მა დაუჭირა მხარი.
შემდეგ ადგილზე კი "გახარია- საქართველოსთვისაა" 8.264 %-ით.
ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა მედიასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, საქართველოს მასშტაბით, 2 060 412 შეადგინა, თუმცა ეს არ გახლავთ საბოლოო შედეგი, რადგან 5 უბნიდან ინფორმაციის მიღება ჯერ ვერ მოხერხდა.
"ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060412. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია.ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვიანიდან ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
0 კომენტარი