Globalnews.ge-სთან ინტერვიუში, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება, არამხოლოდ უკრაინის, მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისა და პრინციპების დასაცავადაა მნიშვნელოვანი და რომ კიევის მიმართ ძლიერი პოლიტიკური, ფინანსური თუ სამხედრო მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
"ყველასთვის ცხადია, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, არამედ, თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის, ამიტომ ევროკავშირის დახმარება არამხოლოდ კიევისთვის იყო აუცილებელი, ის ჩვენი უსაფრთხოებისა და პრინციპების დასაცავადაა მნიშვნელოვანი. ეს ჩვენ კარგად გვესმის და გააზრებული გვაქვს ისიც, რომ მეტი დახმარებისა და მხარდაჭერის გამოვლენა აუცილებელია როგორც საფინანსო ბიუჯეტებიდან, ისე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების თვალსაზრისით. უკრაინამ აუცილებლად უნდა მიაღწიოს გამარჯვებას, ჩვენ კი, მხარდაჭერის კუთხით, კიდევ უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ. თუ რიცხვებს გადავხედავთ, რა ტიპის დახმარება აღმოვუჩინეთ უკრაინას ამ დრომდე, სამწუხაროდ, არ გახლდათ საკმარისი. ამიტომაც შეიქმნა 50 მილიარდი ევროს დახმარების ფონდი და მხარდაჭერის ეს მასშტაბი მომავალშიც უნდა შევინარჩუნოთ", - აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა.
0 კომენტარი