ცნობილია იმ თანამდებობის პირების ჩამონათვალი, ვისაც ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესა.

ესენი არიან:

  • ბიძინა ივანიშვილი,
  • ვახტანგ გომელაური (შს მინისტრი)
  • შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე)
  • იოსებ ჭელიძე (შს მინისტრის მოადგილე)
  • ალექსანდრე დარახველიძე (შს მინისტრის მოადგილე)
  • გიორგი ბუთხუზი (შს მინისტრის მოადგილე)
  • ზვიად ხარაზიშვილი “ხარება” (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი)
  • მილერი ლაგაზაური (“ხარებას” მოადგილე)
  • მირზა კეზევაძე  (“ხარებას” მოადგილე)
  • ვაჟა სირაძე (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
  • თეიმურაზ კუპატაძე (კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი)

როგორც ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაბრიელიუს ნადსბერგისმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პირებს შეზღუდვები უწესდებათ ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო.

ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ერთობლივ, ეროვნულ სანქციებს აწესებენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში "ლეგიტიმურ პროტესტს ახშობს".

"დემოკრატიისა ოპონენტებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით", – წერს მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. იგივეს იმეორებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *