“ჩემი და სენატორი მაკკონელის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან ძლიერი და პოზიტიური იყო. მისი გზავნილი ნათელია: უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს მოიგებს, თუ მეტი დახმარება დამტკიცდება და პირიქით, თუ დახმარება არ დამტკიცდება, პუტინი გაიმარჯვებს. მარტივია” - აღნიშნა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ვაშინგტონში, პრეზიდენტ ზელენსკითან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, “პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვიწოდა, სწრაფად გავიაროთ დახმარების საკითხი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მსოფლიოსთვის გზავნილი, რომ ჩვენ უკრაინას ვტოვებთ.
“თუ უკრაინა დაეცემა, ეს იქნება ისტორიული და კოლოსარული ტრაგედია და მას მომავალი თაობები დაიმახსოვრებენ, როგორც დასავლეთის, შეერთებული შტატებისა და სენატში მყოფთა უდიდეს სირცხვილად.
ეს არის დრო, როდესაც მძიმე ვითარებაში მყოფმა მეგობარმა დახმარებისთვის დაგვიძახა. ჩვენ გვერდით უნდა დავდგეთ. თუ უკრაინას ავტოკრატიის ბნელ ძალებთან მარტო დავტოვებთ, ჩვენ, ყველანი შესაბამის ფასს გადავიხდით. შესაძლოა ეს არ მოხდეს ხვალ, შემდეგ კვირას, ან თუნდაც რამდენიმე თვესა თუ წელიწადში, მაგრამ აუცილებლად მოგვიწევს საშინელი ფასის გადახდა და მათ შორის, იმ კანონმდებლებს, რომლებიც უკრაინის დახმარების წინააღმდეგ მისცემენ ხმას. ახლა არის დრო, როდესაც რესპუბლიკელები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ და გვაჩვენონ შეთანხმების მიღწევის სურვილი. ჩვენ, დემოკრატები, განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ მომავალში კეთილსინდისიერად ვიმუშაოთ რესპუბლიკელებთან”,- თქვა სენატორმა შუმერმა სენატში სიტყვით გამოსვლისას.
დღესვე,დაახლოებით, სამ საათში, პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინელ კოლგეგას თეთრ სახლში შეხვდება. დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციაც.
0 კომენტარი