შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების სერიის შემდეგ, განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დღევანდელი მასიური დაბომბვა მკვეთრი შეხსენებაა მსოფლიოსთვის, რომ "ამ დამანგრეველი ომის თითქმის ორი წლის შემდეგ, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება".
“ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და დაიმორჩილოს უკრაინელი ხალხი. ის უნდა შეჩერდეს. ამ სასტიკი თავდასხმების ფონზე, უკრაინამ შეძლო საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენება, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა, უკრაინას გასული წლის განმავლობაში მიაწოდეს, რათა წარმატებით შეეჩერებინა და გაენადურებინა მრავალი რაკეტა თუ დრონი. ამერიკელ ხალხს შეუძლია იამაყოს იმ გადარჩენილი სიცოცხლეებით, რაც ჩვენი მხარდაჭერის შედეგად იხსნა უკრაინამ თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, მაგრამ თუ კონგრესი არ მიიღებს გადაუდებელ ზომებს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას უკრაინაში, რაც უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება. კონგრესი უნდა გააქტიურდეს და იმოქმედოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ამ ბრძოლის ფსონები უკრაინის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. ის გავლენას ახდენს ნატოს ალიანსის მთლიანობაზე, ევროპის უსაფრთხოებასა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე. პუტინი არამხოლოდ უკრაინის განადგურებას შეეცადა, ის ასევე დაემუქრა ნატოს ზოგიერთ ქვეყანასა და ჩვენს მოკავშირეს. როცა დიქტატორებსა და ავტოკრატებს ევროპაში უხეშად შეჭრის შესაძლებლობა ეძლევათ, დიდია რისკი, რომ ამერიკა პირდაპირ ჩაერთვება, ეს კი მსოფლიოს შეაზანზარებს. სწორედ ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა გააერთიანა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად. ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც ვერ პასუხობს თავისუფლების მოწოდებას", - ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში.
0 კომენტარი