აშშ-ის საელჩო ლიბანში მყოფ ამერიკელებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ, ხოლო დარჩენის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციებისთვის მოამზადონ გეგმა.
საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მზად ჰქონდეთ გეგმები, რომლითაც ქვეყნის დატოვებას აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშეც კი მოახერხებენ.
„თვალი ადევნეთ ახალ ამბებს, რათა არ გამოგრჩეთ მოვლენები, რომლებიც გავლენას მოახდენს შიდა უსაფრთხოებაზე“, – აცხადებენ საელჩოში. უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება ისრაელის მიერ „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ წამოწყებულ ოპერაციას უკავშირდება – შესაძლოა, ბრძოლები ისრაელსა და ლიბანის სამხრეთში მყოფ ისლამისტურ, ირანის მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ შორისაც დაიწყოს.
საელჩო აგრეთვე იუწყება, რომ ლიბანი დატოვეს მისმა ისეთმა თანამშრომლებმა, რომელთა მუშაობაც არაა სასიცოცხლო და უცილებელი საელჩოს ფუნქციონირებისთვის.
0 კომენტარი