შეერთებული შტატების კონგრესში, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინის პრეზიდენტს პირადად მისი და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
“კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ჩვენ მის გვერდით ვდგავართ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ. ამერიკელი ხალხი , ამ ბრძოლაში სწორ მხარეს დგას... თავისუფლების მხარეს დგას”,
თქვა მან და დასძინა, რომ სპიკერად მისი არჩევიდან 24 საათში, თეთრ სახლს მკაფიო სტრატეგიის წარმოდგენით მიმართა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს შეერთებული შტატები უკრაინას გამარჯვების მიღწევაში.
“როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვს, მილიარდობით დამატებითი დოლარის დამტკიცებას ზედამხედველობის, მკაფიო სტრატეგიის გარეშე და ეს მაშინ, როდესაც თავად ვდგავართ ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე. ამიტომ ახლა არა კონგრესის ქვედა პალატაშია პრობლემა, არამედ, თეთრ სახლსა და სენატში. ჩვენ ნამდვილად გვინდა გავაკეთოთ ის, რაც მიგვაჩნია, რომ სწორია”, - ამბობს სპიკერი.
0 კომენტარი